ნიკო გომელაური გარდაიცვალა...

01.01.2004 01:36

 

ნიკო გომელაური გარდაიცვალა...
ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებ, თავისით მოდიან წვიმის წვეთებივით, ეტყობა ისრუტავენ ნალექს... დღეს რა ხდება? დღეს უსუსურად ვიგრძენი თავი დროის, სივრცის, სიკვდილის, სიცოცხლის წინაშე და უცნაურად გამაჟრჟოლა... მივხვდი: მე მეცოდება დრო, იმიტომ რომ იძულებულია ხედავდეს ყველაფერს, რაც კაცობრიობის გაჩენის დღიდან ხდება, იყოს პირველი ცოდვის მოწმეც, უკან მოხედვის უნარი კი არ გააჩნდეს... მე მეცოდება სივრცე _ თვითონაც არ იცის სად იწყება და სად მთავრდება... მე მეცოდება სიკვდილი, რომელიც იძულებულია მფეთქავ სამყაროს სული ამოაცალოს და სადღაც კუთხეში მიყუჟულმა თვალი ადევნოს დროს (აჰა, ისევ ავბედითი დრო)... სიცოცხლეც კი მეცოდება, ასე ტკბილად რომ იპარება სივრცეში და ასე ტკივილით მიდის... და ახლა ძალიან მინდა `შერცხვეს დროს და გაჩერდეს~...
ნიკო გომელაური გარდაიცვალა...
გვერდს ვუვლით ამ ავბედით ფრაზაც (არავის არ უყვარს ფაქტები)... მისი ხმა ისევ ისმის ეკრანიდან, ჯერ კიდევ მისი ნაფეხურები ატყვია სცენას, მისი ლექსების ფრაზებით საუბრობენ თბილისში.. 

მისი სივრცე მის სიცოცხლესთან ერთად გაჩნდა და მის სიკვდილთან ერთად არ გამქრალა, ეს სივრცე ჩვენია...
მსახიობი, პოეტი _ შემოქმედი და უბრალოდ ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა, უყვარს და ეყვარება...
`ცხოვრება გადიიიის...~